ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
თ
თაზო ჩარკვიანი
17 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიური Tuttosport ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ნაპოლი შეტევაში ახალ მოთამაშეს ეძებს, რომელიც ვიქტორ ოსიმენს ჩაანაცვლებს. დიდი ალბათობით ნიგერიელი ზაფხულში იტალიურ გუნდს დატოვებს.
ნეაპოლელთა სიაში კი მორიგი ქართული სახელი გიორგი მიქაუტაძე მოხვდა, რომელიც მეცში საოცარ პერიოდს ატარებს.
როგორც წყარო წერს, თავდამსხმელი ნაპოლისთან ერთად იუვენტუსის ხედვის არეალშიც არის.
მოგეხსენებათ, გიორგი ლიგა 1-ში იჯარის წესით ასპარეზობს. ის აიაქსის საკუთრებაა და დაინტერესებულმა გუნდებმა სწორედ ამსტერდამელებს უნდა მიმართონ. ოღონდ ეს იმ შემთხვევაში თუ მეცი მას არ გამოისყიდის, რადგან სწორედ ფრანგებს აქვთ მისი გამოსყიდვის უფლება.
მიქაუტაძის ანგარიშზე საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 11 გოლია და ბომბარდირთა სიაში მე-5 ადგილზე იმყოფება.
კომენტარები
3 საათის წინ
7 საათის წინ
1 დღის წინ
6 საათის წინ