სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
მსოფლიოს მთავარ საკალათბურთო ლიგა NBA-ში ორი ქართველი ასპარეზობს გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის სახით. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი კარგ სეზონს ატარებს.
გოგა ბითაძისთვის NBA-ში მე-6 წელია, მიმდინარე რეგულარული სეზონი კი მის ამერიკულ კარიერაში საუკეთესოა.
ქართველმა ცენტრმა უკვე 18 მატჩი ჩაატარა. ის პარკეტზე საშუალოდ 22.2 წუთს ატარებს, რა დროშიც მისი სტატისტიკა ასეთია - 8.2 ქულა, 7.1 მოხსნა, 1.8 შედეგიანი გადაცემა.
გოგამ ამ სეზონში საუკეთესო მატჩი ფინიქს სანსთან ჩაატარა, სადაც ორლანდომ მეტოქე 109-99 დაამარცხა, ბითაძემ კი ორმაგი დუბლი შეასრულა და 17 ქულასთან ერთად 10 მოხსნაც მიითვალა.
ქართველის ანგარიშზე ამ სეზონში უკვე 5 ორმაგი დუბლია, ორლანდო მეჯიქი კი 22 მატჩში 15 გამარჯვებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა. ქართველის გუნდს მხოლოდ კლივლენდ კავალიერსი და ბოსტონ სელტიკსი უსწრებენ.
რაც შეეხება სანდრო მამუკელაშვილს, ეს მისთვის NBA-ში მე-4 სეზონია. სანდრომ მიმდინარე რეგულარულში სან ანტონიოს შემადგენლობაში 15 მატჩი ჩაატარა, ის პარკეტზე საშუალოდ 9.1 წუთს ატარებს და მისი სტატისტიკა ასე გამოიყურება - 4.9 ქულა, 2.9 მოხსნა, 0.3 შედეგიანი გადაცემა.
მამუმ საუკეთესო მატჩი დალას მავერიქსთან ჩაატარა, სადაც სპურსი დამარცხდა, თუმცა თავად ქართველმა 14 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა.
სან ანტონიო სპურსი 20 მატჩში 11 გამარჯვებით დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზეა.
ორლანდო მეჯიქი თავის მომდევნო მატჩს მედისონ სქუეარ გარდენში ნიუ იორკ ნიქსის წინააღმდეგ ჩაატარებს, სადაც გოგა ბითაძე მორიგი ორმაგი დუბლის შესრულებას შეეცდება (4 დეკემბერი, 04:30).
სან ანტონიო სპურსი კი ფინიქსს სანსს დაუპირსპირდება, სანდრო მამუკელაშვილი კი თავისი ერთ-ერთი საყვარელი კალათბურთელის, კევინ დურანტის წინააღმდეგ ითამაშებს (4 დეკემბერი, 06:00)
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები