1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ავსტრალიის ღია პირველობის კვალიფიკაციაზე თავიანთი პირველი მატჩები გამართეს ქართველმა ჩოგბურთელებმა.
მარიამ ბოლქვაძემ (213-ე რეიტინგში) ხორვატი ანტონია რუზიჩი (154-ე) სამ სეტში (3-6. 6-3, 6-3) დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც ფრანგ სელენა იანიციევიჩს (188-ე) შეხვდება.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა (210-ე) კი ავსტრალიელ კრუზ ჰიუიტს (1263-ე) მარტივად ორ სეტში სძლია (6-1, 6-4) და მომდევნო ეტაპზე რუს ალიბერ კაჩმაზოვს (197-ე) დაუპირისპირდება.
მოთამაშეებმა ჯამში 3-3 ეტაპი უნდა გაიარონ, რომ ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში მოხვდნენ.
ძირითადი ეტაპი სტარტს 12 იანვარს აიღებს და 26 იანვრამდე გაგრძელდება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები