Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
თ
თაზო ჩარკვიანი
13 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისური საფეხბურთო კლუბი უიკომბ უანდერერსი ქართველმა მილიარდელმა მიხეილ ლომთაძემ შეიძინა.
მისი კომპანია (Blue Ocean Partners Ltd) კლუბის 90%-იანი წილის მფლობელი გახდა.
უიკომბმა ინგლისის ლიგა ერთის (რანგით მესამე) სეზონი მე-10 ადგილზე დაასრულა.
"ჩვენი მიზანი არის მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებას როგორც მოედანზე, ისე მოედანს გარეთ და ჩამოვაყალიბოთ ფინანსურად სტაბილური კლუბი."
"საფეხბურთო სამყარო ძალიან სწრაფად ვითარდება და ჩვენი პრიორიტეტი იქნება, რომ კლუბში მონაცემთა ანალიზი და ტექნოლოგია დავნერგოთ, რაც გუნდის პერფორმანსს სხვა დონეზე გაიყვანს."
"ასევე მჯერა, რომ ახალგაზრდული განვითარება ფუნდამენტური უნდა იყოს კლუბის ხედვაში. გვინდა, რომ თავიდან ავაშენოთ და გავხსნათ აკადემია, რომელიც გრძელვადიანი განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება და კლუბის პერფორმანსს მნიშვნელოვნად გააძლიერებს." - განაცხადა ქართველმა ბიზნესმენმა, რომელიც ყაზახეთში მოღვაწეობს.
მიხეილ ლომთაძე ფორბსის მილიარდერთა სიაში 581-ე ადგილზე იმყოფება. მისი ქონება 5.7 მილიარდ დოლარს შეადგენს.
კომენტარები
1 თვის წინ
2 თვის წინ
2 თვის წინ
2 თვის წინ