1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას კონფერენს ლიგის პლეიოფის განმეორებით მატჩში ჰაიდენჰაიმმა საკუთარ მოედანზე კოპენჰაგენი მიიღო. პირველ შეხვედრაში გერმანელებმა სტუმრად 1-2 მოიგეს.
დღევანდელ თამაშში თავიანთი გუნდების სასტარტო შემადგენლობაში იყო ორივე ქართველი - ბუდუ ზივზივაძე და გიორგი გოჩოლეიშვილი.
მატჩის ძირითადი დრო დანიელთა გამარჯვებით 1-2 დასრულდა, შესაბამისად საჭირო გახდა დამატებითი ტაიმების დანიშვნა.
ორმატჩიან დუელში ყველაფერი 114-ე წუთზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. კოპენჰაგენის მხრიდან მომდევნო ეტაპზე გამსვლელი გოლი როდრიგო უესკასმა გაიტანა, რომელიც 106-ე წუთზე თამაშში გიორგი გოჩოლეიშვილის ნაცვლად ჩაერთო.
კოპენჰაგენი კონფერენს ლიგის 1/8 ფინალში გავიდა, ბუდუ ზივზივაძის (120 წუთი ითამაშა) ჰაიდენჰაიმისთვის კი ევროსეზონი დასრულდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები