მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
პორტუგალიური Record-ის ცნობით, გიორგი ქოჩორაშვილი ახლოსაა ზაფხულში სპორტინგის ახალი ფეხბურთელი გახდეს.
წყაროს თქმით, ლევანტეს 25 წლის ნახევარმცველი კლუბს სამიზნეში ჰყავს ამოღებული საზაფხულო ფანჯრისთვის.
ქართველ მოთამაშეს თვალი ლისაბონელების სპორტულმა დირექტორმა, უგო ვიანამ დაადგა, რომელმაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ კლუბი დატოვა და საქმიანობას მანჩესტერ სიტიში გააგრძელებს.
აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური AS-იც ადასტურებს და ამბობს, რომ პორტუგალიელები ზაფხულისთვის ქოჩორაშვილის ტრანსფერზე მუშაობენ.
ქართველს ლევანტესთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. მისი სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ზე 4 მილიონი ევროა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები