სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ვინსენ კომპანიმ იმ ხალხის კომენტარებზე ისაუბრა, ვისაც ბაიერნის სამსახური მისთვის ზედმეტი ჰგონიათ.
"რაღაცას მოგიყვებით, რომ ჩემი სათქმელი ზუსტად გითხრათ. მე ბრიუსელში დავიბადე, მამაჩემი კონგოდან ლტოლვილი იყო.
რა იყო შანსი, რომ პრემიერ ლიგაში მოვხვედრილიყავი და როგორც მოთამაშეს რამე მომეგო, ან თუნდაც ეროვნულ გუნდში მეთამაშა? შანსი თითქმის 0 იყო, ახლა კი მწვრთნელი ვარ.
უბრალოდ შევწყვიტოთ საკუთარი თავის რწმენა და იმის დაჯერება, თუ რისი მიღწევა შეგვიძლია, მხოლოდ იმის გამო, ხალხი რას ამბობს? მენტალიტეტი არის, რომ გააგრძელო საქმის კეთება. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა შედეგი დადგება, შენ ყოველთვის შეგიძლია უკეთესი გახდე.
ონლაინ ყოველთვის შეიძლება ასეთი რაღაცების წაკითხვა, მაგრამ მე ამას პირადად არ ვიღებ." - განაცხადა ბელგიელმა სპეციალისტმა.
ვინსენ კომპანიმ მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელის რანგში ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩი ჩაატარა, გერმანელებმა კი დინამო ზაგრები 9-2 გაანადგურეს.
ბაიერნი გახდა ისტორიაში პირველი გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში 9 გოლი გაიტანა. ეს კი ბაიერნის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვებაა ჩემპიონთა ლიგაზე.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები