Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
4 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ცნობილი გახდა, თუ რა თანხებს მიიღებენ ესპანეთის სურათასის მონაწილე კლუბები.
აღნიშნული ტურნირი საუდის არაბეთში დღეს დაიწყება და 14 იანვარს დასრულდება. პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს რეალი და ატლეტიკო შეხვდებიან, მეორეში კი ბარსელონა და ოსასუნა.
AS-ის ინფორმაციით, ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციამ საუდის არაბეთისგან 40 მილიონი ევრო მიიღო, გუნდებზე კი ეს თანხა წინა წლის ტურნირებში მონაწილეობის, სატელევიზიო უფლებების შემოსავალის და ტრანსლაციების რეიტინგის მიხედვით იქნება გადანაწილებული.
ამგვარად, რეალი და ბარსელონა ტურნირზე მონაწილეობისთვის 2024 წელს 6-6 მილიონ ევროს მიიღებენ, ატლეტიკო - დაახლოებით 3 მილიონს, ოსასუნა კი 800 ათას ევროს.
ფედერაციამ სამ კლუბს მიმართა, რაღაც თანხა ოსასუნასთვისაც გამოყონ და მათ 200-200 ათასის დათმობაზე მოილაპარაკეს. შესაბამისად, პამპლონურ გუნდს ჯამურად 1.4 მილიონი ევრო ერგება.
ტურნირის გამარჯვებული დამატებითად 2 მილიონ ევროს მიიღებს, ფინალისტი კი - 1 მილიონს.
კომენტარები
16 საათის წინ
2 საათის წინ
3 საათის წინ
16 საათის წინ