Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
5 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კარლო ანჩელოტიმ განმარტა, საბოლოოდ რატომ არ ჩაიბარა ბრაზილიის ეროვნული ნაკრები.
2023 წლის ბოლოს რეალმა იტალიელთან კონტრაქტის 2026 წლამდე გახანგრძლივების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
„კონტაქტების შესახებ ყველამ იცის, რეალმაც იცის, რომ ბრაზილიის ფედერაციის პრეზიდენტს ედნალდო როდრიგესს ვესაუბრებოდი, რომლის მადლიერიც ვარ გამოხატული ინტერესისთვის.
მისი ინტერესით ვამაყობ, მაგრამ ყველაფერი რეალის სიტუაციაზე იყო დამოკიდებული, ეს ყველამ თავიდანვე იცოდა.
საბოლოოდ, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მე მინდოდა, აქ დავრჩი.
ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კლუბმა თანამშრომლობის გაგრძელება მოინდომა. დეტალები ნაკლებად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სულ ვამბობდი, რომ კონტრაქტის გახანგრძლივება არ მეჩქარება.
ხელშეკრულება 30 ივნისამდე იყო გათვლილი და კლუბმა მისი გახანგრძლივება ახლავე მოისურვა, იმიტომ, რომ ალბათ ჩემი მუშაობით კმაყოფილია და გაგრძელება მოინდომა.
ეს ყველაფერი ძალიან მახარებს. არ ვიცი, შეიძლება თუ არა ეს წარმატებად მიიჩნეოდეს, იმიტომ რომ აქაური წარმატება - ყველა მატჩის მოგებაა."
კომენტარები
2 დღის წინ
12 საათის წინ
21 საათის წინ
12 საათის წინ