Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 30-ე ტურში სევილია ხეტაფეს ესტუმრა. მატჩი 0-1 დასრულდა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი სერხიო რამოსმა გაიტანა, რომელიც დღეს 38 წლის გახდა.
ესპანელმა მცველმა მე-5 წუთზე კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი კარისკენ გადაგზავნა და აღმოჩნდა, რომ სევილიას 3 ქულა მოუპოვა.
რამოსმა მეორედაც შეძლო ხეტაფეს კარის აღება, მაგრამ გოლი თამაშგარის გამო არ ჩაითვალა.
სევილიამ ამ გამარჯვებით 31 ქულა დააგროვა და გასავარდნ ზონას უკვე 6 ქულით უსწრებს.
რაც შეეხება იუბილარ რამოსს, მისი კარიერის მონაგარი ასეთია:
მსოფლიო ჩემპიონატი - 1x
ევროპის ჩემპიონატი - 2x
ჩემპიონთა ლიგა - 4x
ლა ლიგა - 5x
ესპანეთის სუპერ თასი - 4x
საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი - 4x
უეფას სუპერ თასი - 3x
კოპა დელ რეი - 2x
ლიგა 1 - 1x
საფრანგეთის თასი - 1x
ესპანელმა ეს ტიტულები მადრიდის რეალის, პსჟ-სა და ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში მოიგო.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ
12 საათის წინ
12 საათის წინ