Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
რალფ რანგნიკმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.
გერმანელმა სპეციალისტმა ბაიერნს უარი უთხრა. მიუნხენელებს დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ ტომას ტუხელის შემდეგ, გუნდის მთავარ მწვრთნელად სწორედ რანგნიკი ეხილათ და ოპტიმისტურადაც იყვნენ განწყობილი, რომ მას დაითანხმებდნენ, მაგრამ მისგან უარი მიიღეს.
"მე ავსტრიის ნაკრების მწვრთნელი ვარ მთელი ჩემი გულით. ამ დავალებისგან სიამოვნებას ვიღებ და მინდა, რომ ეს არჩეული გზა წარმატებით გავაგრძელო."
"მსურს დავაფიქსირო, რომ ეს არა ბაიერნის შემოთავაზების უარყოფა, არამედ ჩემი გუნდისა და ჩვენი საერთო მიზნების სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებაა. ჩვენი სრული კონცენტრაცია ევროპის ჩემპიონატზეა და ყველაფერს ვიზამთ, რომ რაც შეიძლება შორს გავიდეთ." - განაცხა 65 წლის სპეციალისტმა.
ასე და ამგვარად მიუნხენელებს ტუხელის ჩასანაცვლებლად ახალი კანდიდატის მოძებნა მოუწევთ.
კომენტარები
3 დღის წინ
2 დღის წინ
22 საათის წინ