მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
17 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
10-თვიანი პაუზის შემდეგ, UFC-ს ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე ოქტაგონს 2025-ს აპრილში, უგანდელი დევიდ ონამას წინააღმდეგ დაუბრუნდება.
ამ სტატიაში შევეცდებით მოკლედ მოგახსენოთ, თუ ვინ არის და რას წარმოადგენს ჭიკაძის 30 წლის მეტოქე.
დევიდ ონამას მეტსახელი ჩუმი მკვლელია (Silent Assassin), რომელსაც შერეული ორთაბრძოლების პროფესიონალურ კარიერაში 15 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 13 თავის სასიკეთოდ დაასრულა, 2-ჯერ კი დამარცხდა.
პროფესიონალურ კარიერაში თავისი პირველი ბრძოლა 2019 წლის თებერვალში ფრანსისკო პინტოსის წინააღმდეგ გამართა და ტექნიკური ნოკაუტით მე-2 რაუნდში მოიგო.
ზედიზედ 8 მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ონამამ UFC-ს კონტრაქტი მოიპოვა, სადაც მისი დებიუტი წარუმატებელი გამოდგა - UFC 196-ზე ის მეისონ ჯონსს 3-ვე რაუნდი ებრძოლა, თუმცა მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.
ორი მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, 2022 წლის აპრილში ის ნეიტ ლენდვერთან საბმიშენით დამარცხდა.
აღნიშნული მარცხის შემდეგ ონამამ ზედიზედ სამი ბრძოლის მოგება შეძლო - უკანასკნელი სულ ახლახანს, 2024 წლის ნოემბერში, რობერტო რომეროს წინააღმდეგ, სადაც მსაჯების გადაწყვეტილებით შეძლო წარმატების მიღწევა.
ამრიგად, UFC-ში უგანდელს 7 ბრძოლა დაუგროვდა - 5 გამარჯვება, 2 მარცხი.
პროფესიონალურ კარიერაში 13 მოპოვებული გამარჯვებიდან "ჩუმმა მკვლელმა" 7 ტექნიკური ნოკაუტით მოიგო, 4 საბმიშენით, 2-ჯერ კი საქმე გადაწყვეტილებებამდე მივიდა. რაც შეეხება მარცხს - უგანდელს ოქტაგონი დამარცხებულს დროზე ადრე არასდროს დაუტოვებია - ორივე შემთხვევაში მისი მარცხის გადაწყვეტილება მსაჯებმა მიიღეს.
აქვე შეგახსენებთ ჭიკაძის სტატისტიკასაც - პროფესიონალურ კარიერაში ქართველმა 19 ბრძოლა გამართა, საიდანაც 15 თავის სასიკეთოდ დაასრულა, 4-ჯერ კი დამარცხდა.
ნინძას 15 გამარჯვებიდან 9 ნოკაუტით დასრულდა, 1 საბმიშენით, 5 კი გადაწყვეტილებებით. 4 წაგებიდან კი 1 საბმიშენით იწვნია, 3-ჯერ კი გადაწყვეტილებებით.
UFC-ში ჭიკაძის დებიუტი 2019 წელს შედგა და მან ორგანიზაციაში ზედიზედ 7 გამარჯვებით დაიწყო, თუმცა სამწუხაროდ მას შემდეგ სამი ბრძოლიდან მხოლოდ ერთი დაასრულა თავის სასიკეთოდ.
ბრძოლა 2025 წლის 5 აპრილს გაიმართება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები