Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 34-ე ტურში მადრიდის რეალმა სანტიაგო ბერნაბეუზე კადისს უმასპინძლა და 3-0 დაამარცხა.
ანგარიში 51-ე წუთზე ბრაჰიმ დიასმა გახსნა, საგოლე გადაცემა ლუკა მოდრიჩმა მიითვალა. 68-ე წუთზე. შემოსვლიდან 3 წუთში, ჯუდ ბელინგემმა უპირატესობა ორამდე გაზარდა, ამჯერად ასისტენტი ბრაჰიმი იყო.
მატჩის კომპენსირებულ დროში კი ხოსელუმ შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, კონტრშეტევაზე წასულმა ნაჩომ თანაგუნდელს ცარიელ კართან დაუგორა და ესპანელმაც 3-0 გახადა ანგარიში.
რეალმა 87 ქულა დააგროვა და ბარსელონას უკვე 14 ქულით უსწრებს. თუ კატალონიელები დღეს ჟირონას ვერ დაამარცხებენ, მაშინ სამეფო კლუბი ესპანეთის ჩემპიონობას გაინაღდებს, სხვა შემთხვევაში კი მადრიდელებს ზეიმის გადადება მომდევნო ტურისთვის მოუწევთ.
კომენტარები
2 დღის წინ
22 საათის წინ
13 საათის წინ
13 საათის წინ