სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანური გამოცემა AS La Gazzetta dello Sport-ზე დაყრდნობით, ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო სტატიას ავრცელებს.
მადრიდის რეალი საბა ხარებაშვილს აკვირდება, 16 წლის მარცხენა მცველს, რომელიც დინამო თბილისში რეკორდებს ხსნის. მასზე თვალი ბარსელონასაც უდგას.
მადრიდელები მოთამაშეებს აღმოსავლეთ ევროპაშიც აკვირდებიან, განსაკუთრებით ხარებაშვილს, რომელიც მიუხედავად პატარა ასაკისა, დინამო თბილისის რეგულარული მოთამაშეა და მას დებიუტი ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპზეც ჰქონდა.
საბა დინამო თბილისის პირველ გუნდში 15 წლის ასაკში გამოჩნდა. ამ ასაკში მისი ფიზიკურობა (სიმაღლე - 1.84 მ.), ტექნიკური უნარები და ტაქტიკური განსწავლულობა მას საქართველოსთვის იმედისმომცემ ფეხბურთელად ხდის და ამის შესახებ დინამო თბილისმაც იცის. ბოლო დროს მომხდარი ამბავი ამ ტრანსფერის შესაძლებლობის ზრდას ეხმარება.
ქართულმა კლუბმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ესპანეთთან კავშირის დამყარებაში და ესპანურ ორგანიზაციასთან პარტნიორობით ბარსელონაში ოფისი გახსნა. ეს სტრატეგიული სვლა არა მხოლოდ უქმნის ახალ შესაძლებლობებს ხარებაშვილის მსგავს მოთამაშეებს, არამედ მიუთითებს დინამოს სურვილზეც, რომ მისი გაზრდილი ტალანტები მსოფლიოს ტოპ ლიგებში დააბინავოს.
AS-თან ერთად ხარებაშვილის მიმართ რეალისა და ბარსელონას ინტერესზე სტატიას Mundo Deportivo-ც წერს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები