მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
17 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ამ წუთებში მიმდინარეობს მადრიდის რეალისა და სელტას კოპა დელ რეის 1/8 ფინალური დაპირისპირება.
როგორც ესპანური პრესა იუწყება, სანტიაგო ბერნაბეუზე მატჩი გულშემატკივართა სტვენით დაიწყო.
12 იანვარს რეალი ბარსელონასთან სუპერთასის ფინალში 2:5 განადგურდა, რაც ქომაგებმა ძალიან მტკივნეულად მიიღეს.
განსაკუთრებული სტვენა ბერნაბეუზე ისმოდა, როცა გამომცხადებელმა ანჩელოტი, ჩუამენი და მენდი გამოაცხადა.
ჩუამენის ყველა ბურთთან შეხებას სტადიონზე თამაშის დროსაც სტვენა ახლავს თან.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები