Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის სუპერ თასის ფინალში მადრიდის რეალმა ბარსელონა დაამარცხა.
მატჩის მე-10 წუთზე ანგარიში უკვე 2-0 იყო. 3-წუთიან ინტერვალში ვინისიუს ჟუნიორმა დუბლი შეასრულა. მე-7 წუთზე ჯუდ ბელინგემმა ბრაზილიელი ერთი ერთზე გაიყვანა, რეალის შვიდიანმა კი ინიაკი პენია მოატყუა და ცარიელ კარში გადაგზავნა ბურთი. ამ მომენტიდან 3 წუთში კი გოლი ბრაზილიურ კომბინაციას მოჰყვა, როდრიგოს პასით ვინისიუსის გოლი.
ანგარიშში სხვაობა 33-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ შეამცირა. პოლონელმა საჯარიმოს გარედან ლუნინის კარი ძლიერი დარტყმით აიღო.
39-ე წუთზე ბარსელონას კარში პენალტი დაინიშნა. რონალდ არაუხომ საჯარიმოში თამაშის წესი ვინისიუსის წინააღმდეგ დაარღვია. თერთმეტმეტრიანის შესრულება თავის თავზე დაზარალებულმა აიღო და ჰეთ-თრიქიც შეასრულა.
მატჩს საბოლოო წერტილი კი 64-ე წუთზე კიდევ ერთმა ბრაზილიელმა როდრიგომ დაუსვა.
ბარსელონამ თამაში 10 კაცით დაასრულა. 71-ე წუთზე არაუხომ ისევ და ისევ ვინისიუსის წინააღმდეგ უხეშობისთვის მე-2 ყვითელი ბარათი დაიმსახურა და მოედანი ნაადრევად დატოვა.
ასე და ამგვარად, მადრიდის რეალი ესპანეთის სუპერ თასის გამარჯვებული ისტორიაში მეცამეტედ გახდა და ბარსელონას 1 ტიტულით ჩამორჩება.
კომენტარები
16 საათის წინ
2 საათის წინ
3 საათის წინ
16 საათის წინ