Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგის ახალი ეტაპი შტუტგარტთან მოპოვებული გამარჯვებით დაიწყო.
სანტიაგო ბერნაბეუზე გამართული შეხვედრა კარლო ანჩელოტის გუნდის გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
თამაში იმაზე რთული გამოვიდა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს - პირველი ტაიმის ფრედ დასრულების მიუხედავად, ტიბო კურტუას თამაშში ჩართვა და საკუთარი გუნდის გადარჩენა საკმაოდ ბევრჯერ მოუწია.
მეორე ტაიმის პირველივე წუთზე დაწინაურება რეალმა შეძლო - ჩუამენიმ როდრიგო მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, რომელმაც ცარიელ კარზე ბურთი კილიან მბაპეს დაუგორა და ფრანგმა რეალის მაისურით ლიგაზე დებიუტი გოლით აღნიშნა.
2010 წლის შემდეგ პირველად ევროტურნირებზე დაბრუნებულმა შტუტგარტმა სწრაფი გოლის გამო ყურები არ ჩამოყარა და კურტუას კარზე იერიშების მიტანას აგრძელებდა, რაც 68-ე წუთზე დაუფასდა კიდეც, როცა დენის უნდავმა წონასწორობა აღადგინა.
რეალმა წინ გასვლა 83-ე წუთზე, ლუკა მოდრიჩის მოწოდებული კუთხურის შემდეგ შეძლო, რომელსაც საჯარიმოში ყველაზე კარგად ანტონიო რუდიგერი გამოეხმაურა და თავის ყოფილ გუნდს გაუტანა.
შეხვედრაში წერტილი კი მსაჯის მიერ მე-5 კომპენსირებულ წუთზე, 18 წლის ენდრიკმა დასვა, რომელმაც კონტრშეტევაზე წამოსვლის დროს არც მბაპე შეიმჩნია, არც ვინისიუსი და შორეული დარტყმით შეძლო გერმანული გუნდის კარის აღება.
საბოლოოდ, რეალმა პირველი სამი ქულა მოაგროვა და მომდევნო თამაშს სტუმრად, ლილის წინააღმდეგ გამართავს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები