Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
4 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდის რეალს მოახლოვებულ მადრიდულ დერბიში, რომელიც ხვალ, 4 თებერვალს, 23:59 საათზე გაიმართება, ორელიან ჩუამენი დააკლდება.
ხეტაფესთან მატჩის 92-ე წუთზე ფრანგმა ნახევარმცველმა ყვითელი ბარათი მიიღო და ლა ლიგაში მე-5 გაფრთხილება დაუგროვდა, რის გამოც ატლეტიკოსთან მატჩის გამოტოვება მოუწევს.
რეალმა ფეხბურთელის ყვითელი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში (RFEF) გაასაჩივრა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩუამენის დაჯარიმების მომენტში გვერდითმა არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
მიუხედავად ამისა, რეალის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ამიტომ, კარლო ანჩელოტი ჩუამენიზე ამ შეხვედრაში იმედებს ვერ დაამყარებს.
რაც შეეხება ანტონიო რუდიგერს, რომელმაც ხეტაფესთან ტრავმა მიიღო - ფეხბურთელის დაზიანება სერიოზული არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე ტკივილები აქვს და სიარულიც კი უჭირს. ატლეტიკოსთან მისი მონაწილეობა დღეის მდგომარეობით გამორიცხული არ არის, მაგრამ მისი თამაში გარკვეულ რისკთან იქნება დაკავშირებული და გადაწყვეტილებას სამწვრთნელო შტაბი უფრო მატჩის მოახლოვების დროისთვის მიიღებს.
რუდიგერის არყოფნაში ცენტრალური მცველის როლი სწორედ ჩუამენის უნდა მოერგო, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს - ისმის კითხვა, ვინ შეუწყვილდება ნაჩოს? თუ ესპანურ პრესას დავუჯერებთ, ანჩელოტი დაცვის ცენტრში კარვახალის ან ფერლან მენდის გამოყენებას აპირებს.
კომენტარები
2 დღის წინ
12 საათის წინ
21 საათის წინ
12 საათის წინ