Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
4 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის გადადებული მე-20 ტურის მატჩში მადრიდის რეალმა სტუმრად ხეტაფეს 2:0 აჯობა.
კარლო ანჩელოტის გუნდის რიგებში ორივე გოლი ხოსელუმ გაიტანა, მე-14 წუთზე ლუკასის ჩაწოდების შემდეგ მან თავით მოახერხა ანგარიშის გახსნა, 56-ზე კი ვინისიუსის პასით ისარგებლა და მარცხენა ფეხით დავიდ სორიას შანსი არ დაუტოვა.
დარჩენილ დროში მადრიდულ გრანდს გოლის გატანის შანსები კიდევ ჰქონდა, თუმცა ვინისიუსმა რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი გაანიავა.
ამ გამარჯვებით რეალმა მორიგი 3 ქულა დააგროვა და 57 ქულით ლა ლიგის ცხრილის სათავეში დაბრუნდა, მეორეადგილოსან ჟირონას 55 ქულა აქვს, მესამეზე კი ატლეტიკო და ბარსელონა არიან 47-47 ქულით.
კომენტარები
2 დღის წინ
12 საათის წინ
21 საათის წინ
12 საათის წინ