Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 21-ე ტურის მატჩში რეალმა სტუმრად ლას პალმასი 2:1 დაამარცხა.
პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა, თამაში საკმაოდ ნელ ტემპში და საგოლე მომენტების გარეშე მიმდინარეობდა.
თუმცა, ყველაფერი 53-ე წუთზე შეიცვალა, როცა სანდრო რამირესის პასით ხავიერ მუნიოსმა მოახერხა მასპინძლების დაწინაურება.
შეტევაში წასულმა რეალმა სიტუაცია მალევე გამოასწორა - 65-ე წუთზე კამავინგას დიდებული პასით ვინისიუსმა ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა.
გამარჯვების გოლი კი მადრიდელებმა 84-ე წუთზე შეაგდეს, როცა ტონი კროოსის კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ საჯარიმოში ყველას შეცვლაზე ახალმა შემოსულმა ორელიან ჩუამენიმ დაასწრო და რეალს მორიგი სამი ქულა მოუტანა.
რეალმა 54 ქულა დააგროვა და ცხრილის ერთპიროვნულად ლიდერობას აგრძელებს, მეორეზე ჟირონაა 52 ქულით, ბარსელონას კი 44 ქულა აქვს და ერთი მატჩით ნაკლები.
კომენტარები
2 დღის წინ
12 საათის წინ
21 საათის წინ
12 საათის წინ