სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდის რეალის ოფიციალურმა გვერდმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კლუბმა დანი კარვახალს კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე გაუხანგრძლივა.
სამეფო კლუბი მოთამაშეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს მუხლის სერიოზული ტრავმის შემდეგ.
კარვახალს ძველი ხელშეკრულება რეალთან 2025 წლის ივნისამდე აკავშირებდა და მისი ტრავმის გამო შეიძლება კონტრაქტი ისე დასრულებულიყო, რომ დანის მადრიდულ გუნდში ვეღარ ეთამაშა.
კარვახალი რეალის აკადემიაში 2002 წლიდან თამაშობდა, როცა 10 წლის იყო. 2013 წელს კი ის პირველი გუნდის წევრი გახდა და 12 სეზონის განმავლობაში სამეფო კლუბის ლეგენდა გახდა.
ესპანელ მარჯვენა მცველს რეალის შემადგენლობაში 26 ტიტული აქვს მოგებული - 6 ჩემპიონთა ლიგა, 5 საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი, 5 ევროპის სუპერ თასი, 4 ლა ლიგა, 2 სამეფო თასი, 4 ესპანეთის სუპერ თასი.
ყველაზე ცუდი ვარაუდი გამართლდა - კარვახალისთვის სეზონი დასრულებულია
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები