Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 25-ე ტურში მადრიდის რეალმა მადრიდულ დერბიში ქულები დაკარგა.
სტადიონ ვალიეკასზე რაიო ვალეკანომ რეალს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
მე-3 წუთზე ვალვერდეს პასით ხოსელუმ რეალი დააწინაურა, თუმცა 27-ზე საჯარიმოში კამავინგას ბურთი ხელზე მოხვდა, პენალტი კი ზუსტად რაულ დე ტომასმა შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
რაიო ვალეკანომ რეალთან სეზონის პირველი მატჩის (0:0) შემდეგ, არც მეორე წააგო, 25 ქულა დააგროვა და მე-14 პოზიციაზე იმყოფება.
რეალი 62 ქულთ ლიდერობას აგრძელებს და ჟირონას 6 ქულით უსწრებს, ბარსელონას კი - რვით, თუმცა მეორეადგილოსანს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
კომენტარები
2 დღის წინ
21 საათის წინ
12 საათის წინ
12 საათის წინ