Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
5 თებერვალს მადრიდის რეალი სანტიაგო ბერნაბეუზე ატლეტიკოს უმასპინძლებს.
შეხვედრას ბლანკოსის ნახევარმცველი, ორელიან ჩუამენი გამოტოვებს. ფრანგს ხეტაფესთან მატჩამდე 4 ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული და დღევანდელ დაპირისპირებაში მან გაფრთხილება მატჩის 92-ე წუთზე მიიღო.
მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე კარლო ანჩელოტიმაც დაადასტურა, რომ ჩუამენიმ გაფრთხილება მიიღო და ატლეტიკოსთან მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.
განსაკუთრებით მტკივნეული რეალისთვის ეს შესაძლოა იმიტომ გახდეს, რომ ხეტაფესთან მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ შესაცვლელი გახდა ანტონიო რუდიგერი და ჩუამენი მეორე ნახევარში ცენტრალური მცველის როლს ასრულებდა.
ალაბას, მილიტაოს და რუდიგერის (პოტენციური) ტრავმებისა და ჩუამენის დისკვალიფიკაციის გამო, ამ ეტაპზე სრულიად გაუგებარია, ვის მოუწევს ატლეტიკოსთან მატჩში ცენტრალურ მცველად თამაში.
კომენტარები
9 საათის წინ
18 საათის წინ
1 დღის წინ
9 საათის წინ