სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ტონი კროოსმა მადრიდის რეალში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
"ხალხს ჰგონია და ეს არასწორია, რომ ჩემთან ერთად რეალი ყველა თამაშს 4-0 იგებდა. სიტუაცია კარგად არ გამოიყურება, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემთან ერთადაც ყოველთვის ციდან ვარსკვლავებს არ ვწყვეტდით. მაშინაც გვიჭირდა ხოლმე და ამას ვერ დავივიწყებთ.
რეალი ადაპტირდა, როცა კრიშტიანუ წავიდა, როცა რამოსი წავიდა. რეალმა ყოველთვის მოახერხა ადაპტაცია და გამარჯვების გაგრძელება. ჩვენ ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ მოვიგეთ ნახსენები 2 ადამიანის გარეშე, ისინი საოცრად მნიშვნელოვანი მოთამაშეები და აბსოლუტური ლეგენდები იყვნენ. იგივე მოხდება ჩემს შემთხვევაშიც. შეიძლება ცოტა ხანი დასჭირდეს ადაპტაციას, მაგრამ იქ მყოფი მოთამაშეები ძალიან კარგები არიან. ისინი სხვა გზით გაიმარჯვებენ.
იმედია, რეალი ყველა თამაშს მოიგებს, რადგან ხშირად მესმის, ბევრი ადამიანი ამბობს, რომ გუნდს მე ვაკლივარ. ეს სასიამოვნოა, მაგრამ ამის მოსმენა არ მინდა, რადგან ეს იქ მოთამაშე ადამიანების მიმართ უპატივცემლობაა." - განაცხადა გერმანელმა.
ტონი კროოსმა ასევე დაადასტურა, რომ ის შაბათს სანტიაგო ბერნაბეუზე რეალისა და ვილიარეალის მატჩს დაესწრება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები