Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდის რეალს სურს, რომ ტონი კროოსი გუნდში დარჩეს.
გერმანელ ნახევარმცველს სეზონის ბოლოს კონტრაქტი უმთავრდება და ფეხბურთელი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს.
მადრიდელებმა კროოსს ახალი კონტრაქტი შესთავაზეს და იმედი აქვთ, რომ ფეხბურთელი კიდევ ერთი წლით დარჩენას დათანხმდება.
2021 წლის შემდეგ პირველად ნაკრებში კროოსის დაბრუნებას რეალში პოზიტიურად აფასებენ და იმედი აქვთ, რომ ეს დადებითი სიგნალია კონტრაქტის გახანგრძლივების პერსპექტივისთვისაც.
Marca-ს ცნობით, კროოსი ამ ეტაპზე თავს კარგად გრძნობს და კარიერის კიდევ ერთი წლით გაგრძელების იდეას დადებითად აფასებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას უფრო სეზონის ბოლოსკენ მიიღებს.
კომენტარები
1 დღის წინ
11 საათის წინ
2 საათის წინ
1 დღის წინ