ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
16 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდის რეალთან ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, მიუნხენის ბაიერნის საპატიო პრეზიდენტს, ული ჰიონესსა და მთავარ მწვრთნელ თომას ტუხელს შორის საჯარო კონფლიქტი გაჩაღდა.
რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში, ჰიონესმა აღნიშნა, რომ ტუხელს, ახალგაზრდების განვითარებას, გამზადებული ვარსკვლავების ბაზარზე შეძენა ურჩევნია.
ამაზე, ტუხელმა უპასუხა, რომ ეს რეალობისგან შორს არის და მას, როგორც მწვრთნელს, დიდ შეურაცხყოფას აყენებს.
აღნიშნულ სიტყვების ომს ბაიერნის სხვადასხვა ფეხბურთელები გამოეხმაურნენ. მაგალითად, თომას მიულერი:
"ფონური ხმაური იმიტომ იქმნება, რომ თქვენ მუდმივად ამის შესახებ კითხულობთ. ული ჰიონესისთვის, ამ განცხადების შემდეგ არაფერი რომ არ ეკითხათ, არანაირი ხმაური არ შეიქმნებოდა.
ოლივერ კანის ციტირებას მოვახდენ ლეგენდარული ინტერვიუდან: "ფეხებზე მკიდია." - აღნიშნა მიულერმა.
თუმცა, სხვანაირად ფიქრობს ლეგენდარული ლოტარ მათეუსი, რომლის აზრით, ეს ხმაური ბაიერნს რეალთან მატჩის წინ სულაც არ სჭირდებოდა:
"სრულიად უადგილო განცხადებაა ულისგან. არ მესმის მისი. შეიძლება, არასწორ ციტირებას აქვს ადგილი. ან, მას რაღაც ესმის და ცალ-ცალკე ფაზლების გაერთიანება არ შეუძლია. რეალთან ნახევარფინალურ მატჩამდე სამი დღეა დარჩენილი და ასეთი სათაურები არავის არ სჭირდება.
თომას ტუხელი სამართლიანად გაღიზიანდა, სიმართლე რომ ვთქვათ. მეც გაცხარებული ვიქნებოდი, იმიტომ რომ ასე ლაპარაკი არ შეიძლება. ვალდებული ხარ, ერთიანობა გამოავლინო, როგორც მინიმუმ სეზონის დასკვნით ნაწილში მაინც." - აღნიშნა მათეუსმა.
კომენტარები
6 საათის წინ
10 საათის წინ
1 დღის წინ
24 საათის წინ