მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
სერხიო რეგილონი სეზონის დარჩენილ ნაწილს ბრენტფორდში გაატარებს.
კლუბმა ტრანსფერი უკვე გააოფიციალურა.
Sergio is a bee! 🐝
— Brentford FC (@BrentfordFC) January 17, 2024
Reguilón has joined Brentford on loan from Tottenham Hotspur until the end of the season@premierleague | #BrentfordFC 🔴
მარცხენა მცველმა სეზონის პირველი ნახევარში ასევე იჯარის წესით მანჩესტერ იუნაიტედში იასპარეზა, სადაც 12 მატჩი ჩაატარა.
რეგილონს სხვადასხვა დროს რეალში, სევილიაში, ტოტენჰემსა და ატლეტიკოში უთამაშია.
"ეს ძალიან კარგი ტრანსფერია. დიდი ხანი ვსაუბრობდით, რომ კარგი მარცხენა მცველი გვჭირდებოდა და მოვახერხეთ მისი მიღება. სერხიო იდეალური მოთამაშეა ჩვენთვის: პრემიერ ლიგის გამოცდილი მოთამაშე ყველა ასპექტში. მას აქვს, რაც გვინდა. ის ძალიან შემტევია, აქვს კარგი ჩაწოდება და კარგი მარცხენა ფეხი. როგორც ჩვენ გვჭირდება ის, ასევე პირიქით, რათა აჩვენოს თუ როგორი კარგი ფეხბურთელია. დარწმუნებული ვარ, ეს კარგი პარტნიორობა იქნება." - განაცხადა ბრენტფორდის მთავარმა მწვრთნელმა ტომას ფრანკმა.
კომენტარები
4 საათის წინ
10 საათის წინ
1 დღის წინ