სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
როდრის თქმით, ოქროს ბურთის მოგების შესახებ მან უშუალოდ ცერემონიაზე გაიგო.
ესპანეთის ნაკრების და მან სიტის ნახევარმცველი 28 ოქტომბერს, პარიზში გამარჯვებულად გამოაცხადეს. არადა, დაჯილდოვებამდე, ჯილდოს მიღების ფავორიტად ვინისიუსი მიიჩნეოდა.
„ვინისიუსის ისტორიაზე წიგნის დაწერა შეიძლება, ეს ამერიკულ ატრაქციონებს ჰგავდა. დაიწყო ინფორმაციების ზღვა იმის შესახებ, რომ პრიზს ის მოიგებდა, რაც მე პირადად ძალიან მაკვირვებდა, იმიტომ რომ წელს ზუსტად არავინ, არაფერი არ იცოდა. ყველა დარწმუნებული იყო, რომ ის მოიგებდა.
ცერემონიას იმიტომ დავესწარი, რომ ოქროს ბურთის გალა-საღამოზე ყოფნა ყოველ საღამოს ვერ ხერხდება. თუმცა, მოგების თაობაზე ოპტიმიზმი არ მქონია. ცერემონიის დღეს შეტყობინებები მივიღე, უშუალოდ პარიზში კი ხალხმა ჩემი სახელის წამოძახება და ასეთი რაღაცები დაიწყო." - აღნიშნა როდრიმ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები