სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
რეალის ბრაზილიელი შემტევი, როდრიგო გოესი, რომელსაც ექიმების ვარაუდით ტრავმის გამო წლის ბოლომდე უნდა გამოეტოვებინა, დროზე ადრე ბრუნდება.
როგორც ესპანური პრესა იუწყება, ბრაზილიელმა დაზიანება დროზე ადრე მოიშუშა და დასაბრუნებლად მზად არის.
დღეს ბრაზილიელმა გუნდთან ერთად ივარჯიშა, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს ალბათობა, რომ ის ხეტაფესთან 1 დეკემბერს გასამართი მატჩის განაცხადშიც მოხვდება.
მატჩი რეალი - ხეტაფე კვირას, 1 დეკემბერს, 19:15 საათზე გაიმართება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები