Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 30-ე ტურში სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდის რეალმა ბილბაოს ატლეტიკს უმასპინძლა.
ანგარიში სწრაფი გოლით მე-8 წუთზე გაიხსნა. ბრაჰიმ დიასის პასის შემდეგ როდრიგომ ლამაზი დარტყმით აიღო ბასკების კარი.
73-ე წუთზე უკვე ბრაზილიელმა შემტევმა დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა, 2-0. ასისტი ჯუდ ბელინგემმა მიითვალა.
კარლო ანჩელოტის გუნდს ამ გამარჯვებით 75 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილს 8-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. მე-2 ადგილზე ბარსელონაა 67 ქულით.
კომენტარები
18 საათის წინ
1 დღის წინ
8 საათის წინ
9 საათის წინ