Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნაპოლი - ბარსელონას პირველი მერვედფინალური დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 67 წუთი გაატარა და შემდეგ ახალმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ მის ნაცვლად მოედანზე მის ნაცვლად ლინდსტრომი გამოიყვანა.
გამოცემა SofaScore-მ ხვიჩას ამ მატჩისთვის 6.6 შეფასება დაუწერა - მასზე ნაკლები გუნდში მხოლოდ კაიუსტმა (6.3) და დი ლორენცომ (6.4) მიიღეს.
მთლიანობაში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად 7.9 შეფასებით რობეტ ლევანდოვსკი დასახელდა.
ნათამაშებ 67 წუთში კვარას 3 დრიბლინგის მცდელობიდან 2 წარმატებული გამოდგა, ის ბურთს 35-ჯერ შეეხო, 14 ზუსტი პასი გააკეთა (18-დან), 5-ჯერ საჯარიმოში ჩააწოდა, 8 დუელიდან 5 მოიგო და 3-ჯერ თავის გუნდს ჯარიმა მოუტანა.
კომენტარები
2 დღის წინ
4 საათის წინ
17 საათის წინ