-
Aa
+
ფონტის ზომა
მონაკოსთან ლიგა 1-ს 21-ე ტურის მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ მონაკოს განადგურებაში (4:1) მონაწილეობა გამარჯვების გოლით მიიღო.
ქართველი მოედანზე სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და თავის გამოჩენა ულამაზეს სტილში 54-ე წუთზე მოახერხა.
ლუის ენრიკემ კვარა მოედნიდან 67-ე წუთზე გაიყვანა, როცა მის ნაცვლად პარკ დე პრენსის გაზონზე პორტუგალიელი გონსალო რამოში გამოჩნდა.
გამოცემა SofaScore-მ ხვიჩას ამ მატჩისთვის 7.8 შეფასება დაუწერა - მატჩის საუკეთესოდ კი დუბლის ავტორი უსმან დემბელე დასახელდა 8.8 შეფასებით.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები