Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
4 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 23-ე ტურის მატჩში ბარსელონამ ალავესი დაამარცხა.
ჩავის გუნდმა მეტოქეს სტუმრად, დამაჯერებელი ანგარიშით 3:1 დაჯაბნა.
22-ე წუთზე ანგარიში რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა და პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა.
49-ზე პედრის პასით გუნდოგანმა მეორე გოლი გაიტანა, თუმცა ომოროდიონის გოლით მასპინძლებმა სხვაობა ერთამდე ორ წუთშივე შეამცირეს.
საბოლოო ანგარიში 63-ე წუთზე ახალგაზრდა ვიტორ როკემ დააფიქსირა, რომელიც მოედანზე იქამდე ოთხი წუთით ადრე გამოვიდა. ბრაზილიელმა გოლის გატანა ზედიზედ მეორე შეხვედრაში მოახერხა.
საინტერესოა, რომ 67-ე და 72-ე წუთეზე როკემ ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია.
ამ გამარჯვებით ბარსამ 50 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გადაინაცვლა, თუმც ატლეტიკოს ამ ტურში თავისი მატჩი ჯერ ჩასატარებელი აქვს - ხვალ, რეალის წინააღმდეგ სანტიაგო ბერნაბეუზე.
კომენტარები
1 დღის წინ
9 საათის წინ
9 საათის წინ