Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
14 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონას ფორვარდის, ვიტორ როკეს აგენტმა, ანდრე კურიმ ჩავი ახალგაზრდა ფეხბურთელის უთამაშებლობის გამო გააკრიტიკა.
„კარგი იქნებოდა, მას უფრო მეტი მთელი მატჩი ჩაეტარებინა. ჩავიმ უნდა დაანახოს, რომ ის კლუბის მნიშვნელოვანი ნაწილია.
როკეს თავისი დონის დამტკიცება სურს. შეხედეთ ვინისიუსს, რომელსაც რეალში ფეხის მოსაკიდებლად 2.5 წელი დასჭირდა... მიეცით ვიტორს სათამაშო დრო.
არ არის ლოგიკური დაიმატო ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი, პირველ ორ მატჩში ათამაშო და მერე საერთოდ აღარ მისცე დრო. მან ორი გოლი გაიტანა და შემდეგ უბრალოდ გაუჩინარდა. ჩავი ბიჭს არც კი ელაპარაკება.
იჯარით წასვლა? არა, გამორიცხულია. ეს ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის სახიფათოა. თუ წასვლაზე მიდგა საქმე, მაშინ ის ბარსელონას სრულფასოვნად დატოვებს.
საუკეთესო გამოსავალი ბარსაში დარჩენა და პრაქტიკის მიღება იქნება. მაგრამ, თუ კლუბი მას სათამაშო დროს არ მისცემს, მაშინ სხვა კლუბს მოვძებნით. ბარსელონას უახლოეს პერიოდში დაველაპარაკებით.
არავის არ ესმის, რატომ არ აძლევს ჩავი მას სათამაშო დროს და არც კი ელაპარაკება, ეს არასწორია.
ბარსა იმიტომ ავირჩეთ, რომ ვიტორს კლუბი უყვარს. წარმოიდგინეთ, უარი ვთქვით შემოთავაზებებზე, რომლითაც მას ორჯერ მეტი ფულის მიღება შეეძლო. თუ კლუბთან ერთად გამოსავლის მოძიება არ გამოვიდა, სხვა ადგილს მოვძებნით, მაგრამ მხოლოდ სრულფასოვანი ტრანსფერით.
ყველამ დაინახა, რომ პსჟ-სთან ბარსას გოლი სჭირდებოდა და შეიძლება, მოედანზე კიდევ ერთ ცხრიანით უფრო მეტის მიღება შეიძლებოდა.
ბევრ თამაშში, გუნდს დასვენებული ფეხები სჭირდებოდა პრესინგისთვის... თუმცა, თუ ჩავი ასე არ ხედავს, სიმშვიდე გვმართებს. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი - ასე ვერ გაგრძელდება." - აღნიშნა აგენტმა.
კომენტარები
1 დღის წინ
17 საათის წინ
22 საათის წინ
13 საათის წინ