-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიური Corriere della Sera-ს ინფორმაციით, რომა ამ უიქენდის შემდეგ ხორვატ სპეციალისტს, ივან იურიჩს გაუშვებს.
სექტემბერში დანიელე დე როსის გაშვების შემდეგ, იურიჩი მეორე მწვრთნელი იქნება, რომელსაც ამ სეზონში რომადან დაითხოვენ.
მის შემცვლელად დედაქალაქური კლუბი რობერტო მანჩინის განიხილავს, რომელიც საუდის არაბეთის ნაკრებიდან გაშვების შემდეგ უმუშევარია.
მანჩინი მზად არის რომაში სამუშაოდ, თუმცა კლუბისგან 2-წლიან კონტრაქტს ითხოვს.
უკანასკნელი კლუბი, რომელიც მანჩინის ჰყავს გაწვრთნილი, რუსული ზენიტია (2017-2018). იტალიაში მას ინტერში, ლაციოში და ფიორენტინაში აქვს ნამუშევარი.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები