-
Aa
+
ფონტის ზომა
კრიშტიანუ რონალდუმ ფეხბურთში არსებულ თავის მიზანზე ისაუბრა.
"მე უბრალოდ სიამოვნებას ვიღებ ფეხბურთის თამაშით, რადგან, როგორც ვიცი, მოედანზე დიდი დრო აღარ დამრჩა.
ახლა მნიშვნელოვანი აღარ არის, რომ საუკეთესო მოთამაშე ვიყო და ჯილდოები მოვიგო. ახლა მნიშვნელოვანია, რომ სიამოვნება მივიღო და ჩემს გუნდს დავეხმარო." - განაცხადა პორტუგალიელმა.
აზიის ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში ალ ნასრმა კატარული ალ რაიანი 2-1 დაამარცხა. გამარჯვების გოლი სწორედ რონალდუმ გაიტანა, რომელმაც ეს გოლი გარდაცვლილ მამას მიუძღვნა, რომლის დაბადების დღეც იყო.
"დღევანდელ გოლს განსხვავებული გემო აქვს. ვისურვებდი, მამაჩემი ცოცხალი ყოფილიყო, რადგან დღეს მისი დაბადების დღეა" - თქვა კრიშტიანუმ მატჩის შემდეგ.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები