17 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვირჯილ ვან დაიკმა დაადასტურა, რომ ლივერპულთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს.
"შესაბამის ადამიანებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს ლივერპულში ჩემს ახალ კონტრაქტზე. როცა გადაწყვეტილების მიღების დრო მოვა, ამის შესახებ თქვენც გაიგებთ.
მაგრამ ახლა ჩემი სრული კონცენტრაცია იმაზეა, რომ ამ სეზონში ლივერპულთან ერთად წარმატებას მივაღწიო." - განაცხადა 33 წლის ნიდერლანდელმა.
ვირჯილ ვან დაიკის მერსისაიდულ კლუბთან ამჟამინდელი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს.
ნიდერლანდელი მცველი ლივერპულში 2018 წლიდან თამაშობს. მან გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, პრემიერ ლიგა, უეფას სუპერ თასი, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი, FA თასი, EFL თასი (2) და ქომუნითი შილდი მოიგო.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები