მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
1 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ანტონიო რუდიგერი მადრიდის რეალიდან გერმანიის ნაკრებში მკვლელის ინსტინქტს დაამატებდა.
„გერმანია და რეალი - ორი სრულიად განსხვავებული გუნდებია. აქ ძალიან კარგი სისტემა გვაქვს, რომელიც ჩვენს თამაშს უხდება, მაგრამ რეალიდან მკვლელის ინსტინქტს დავიმატებდი. უკრაინასთან ბოლო მატჩი ძალიან კარგი გამოვიდა.
დიდი ხანია არ მინახავს, რომ ასე კარგად გვეთამაშა მატჩში, რომელიც 0:0 დასრულდა. უბრალოდ, საკუთარი მომენტები უკეთ უნდა გამოგვეყენებინა და სწორედ ეს გვაქვს სასწავლი რეალისგან.
ჩვენს ქვეყანაში ძალიან მაღალი მოლოდინებია. პარასკევს საბერძნეთთან მნიშვნელოვანი ტესტ-მატჩი გვაქვს, საკუთარი ქომაგების წინაშე ძალიან უნდა მოვინდომოთ.
ძალიან თავმდაბლები უნდა ვიყოთ, ყველამ ვიცით რა მოხდა წინა დიდ ტურნირებზე. ევრო 2024-საკენ მომავალი გზა სხვადასხვანაირი იყო. მნიშვნელოვანია, ტურნირის პირველი მატჩი სათანადოდ ჩავატაროთ და შემდეგ ვნახოთ, როგორ წაგვივა საქმე." - აღნიშნა რეალის მცველმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
8 საათის წინ
8 საათის წინ
7 საათის წინ