Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
არიგო საკიმ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის ბარსელონასთან თამაში შეაფასა:
"რაც ყველაზე მეტად გამიკვირდა, კვარას და ოსიმენის ნაკლები მოძრაობა იყო. ნაპოლის იმედები მათზე იყო დამყარებული. მართალია, მათ ვერ ამარაგებდნენ, მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ ისინი ცოტას და ცუდად მოძრაობდნენ. კვარა ყოველთვის ადგილზე ელოდებოდა ბურთს და ამის გამო მეტოქეების მარტივი სამიზნე გახდა."
"ოსიმენმა თავით ერთხელ დაარტყა და ზოგადად, მცველებს უკან სივრცეებში ნაკლებად მოძრაობდა, ამასთან გუნდელებს თავის თავს პასისთვის არ სთავაზობდა. ეს ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ ბარსელონას პრობლემები შეუქმნა, იმ გუნდს, რომელიც გვარდიოლას დროის დიდებული ბარსა არ არის, მაგრამ მათ თანამედროვე ფეხბურთის პრინციპები კარგად იციან." - ისაუბრა ლეგენდარულმა იტალიელმა La Gazzetta dello Sport-თან.
ნაპოლი ბარსელონასთან ორი მატჩის ჯამში 4-2 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.
კომენტარები
2 დღის წინ
15 საათის წინ
2 საათის წინ