მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონობისთვის მებრძოლი ლივერპული კრისტალ პალასს უმასპინძლებს.
ლივერპული - კრისტალ პალასი (17:00) - უყურე მატჩს უფასოდ adjarabetarena-ზე.
დიოგუ ჟოტას დაბრუნება ატალანტასთან უნდა შემდგარიყო, თუმცა სავარაუდოდ ეს კრისტალ პალასთან მოხდება.
ახლოს არიან დაბრუნდებასთან ტრენტ ალექსანდერ-არნოლიდი და ალისონ ბეკერის, რომელთაც შესაძლოა დღევანდელი მატჩი თავიდანვე დაიწყონ, ჯოელ მატიპი კი კვლავ ვერ ითამაშებს.
კრისტალ პალასს კრის რიჩარდსი, რობ ჰოლდინგი, ჩეიკ დუკურე და მატეუს ფრანკა დააკლდება.
მთავარი მწვრთნელის ოლივერ გლასნერის თქმით შესაძლოა სასტარტო შემადგენლობაში იყოს მაიკლ ოლისე.
ლივერპული
ლივერპული პრემიერ ლიგაში 28 მატჩია სახლში დაუმარცხებელია (22 მოგება, 6 ფრე).
თუმცა გუნდს ენფილდზე ბოლო 8 შეხვედრაა კარი მშრალად არ შეუნახია, რაც ყველაზე დიდი სერიაა 1999 წლის შემდეგ.
წითლებმა ამ სეზონში ყველაზე მეტი (27) ქულა მოიპოვეს წამგებიანი პოზიციიდან. გუნდი პირველ წრეში კრისტალ პალასთანაც აგებდა, თუმცა იმ მატჩში გამარჯვება შეძლო.
იურგენ კლოპის გუნდმა მიმდინარე გათამაშებაში 629-ჯერ დაარტყა მეტოქის კარისკენ, რაც 70-ით მეტია ნებისმიერი სხვა კლუბის შედეგზე. გუნდს საშუალოდ 20.3 დარტყმა აქვს ერთ მატჩში, რაც 1998 წლის შემდეგ მე-3 საუკეთესო შედეგია ჩემპიონატში.
დარვინ ნუნიესს ამ სეზონში ყველაზე მეტი (100) დარტყმა აქვს. ლივერპულიდან ეს აქამდე სალაჰმა, კოუტინიომ და ფირმინომ შეძლეს.
სალაჰს პრემიერ ლიგაში კრისტალ პალასთან ჩატარებულ 13 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი. ამაზე უკეთესი შედეგი მანეს, კეინს, დეფოსა და სონს აქვთ.
წითლებმა პრემიერ ლიგაში იურგენ კლოპის თავკაცობით 700 გოლი გაიტანეს, მათ შორის 72 ამ სეზონში, რაც 3 გოლით ნაკლები მთლიანი წინა სეზონის შედეგზე.
კრისტალ პალასი
კრისტალ პალასს პრემიერ ლიგაში 10 გასვლითი მატჩია არ მოუგია (6 წაგება, 4 ფრე). უმაღლეს დივიზიონში აღზევების შემდეგ გუნდს 11 სეზონში ყველაზე ცოტა ქულა წელს აქვს.
გუნდმა ოლივერ გლასნერის თაოსნობით პირველი მატჩი თებერვალში მოიგო, მას შემდეგ კი 5 შეხვედრაში ვერ მოახერხა გამარჯვება. მხოლოდ ბრენტფორდსა და შეფილდს აქვთ უფრო გრძელი მოუგებელი სერია.
არწივებს მიმდინარე გათამაშებაში მოსალოდნელზე ათით მეტი გოლი აქვთ გაშვებული (54 გოლი, 44.3 xG), ამაზე დიდი სხვაობა ამ სტატისტიკაში მხოლოდ შეფილდს აქვს.
ჟან-ფილიპ მატეტამ ჩემპიონატის ბოლო 6 მატჩში 4 გოლი გაიტანა, პირველ წრეში კი ლივერპულიც დაამწუხრა. მას შეუძლია გახდეს პირველი მოთამაშე 2013-14 წლების შემდეგ, რომელიც წითლებს ოირვე შეხვედრაში შეუგდებს. ბოლოს ეს დუაით გეილმა შეძლო.
პალასმა შესაძლოა ზედიზედ მე-3 მატჩი წააგოს პრემიერ ლიგაში, რაც 2023 წლის მარტის შემდეგ არ მომხდარა.
ურთიერთშეხვედრები
ლივერპულს პალასთან ბოლო 13 მატჩი არ წაუგია (11 მოგება, 2 ფრე). ბოლო მარცხი 2017 წელს ფიქსირდება.
პალასს უფრო გრძელი მოუგებელი სერია მანჩესტერ იუნაიტედთან (22 მატჩი) და ქოვენთრი სიტისთან (14 მატჩი) ჰქონია.
პირველ წრეში ლივერპულმა 1-2 იმარჯვა. გოლები ჟან-ფილიპ მატეტამ, მოჰამედ სალაჰმა და ჰარვი ელიოტმა გაიტანეს.
სავარაუდო შემადგენლობები
ლივერპული (4-3-3) - ალისონი; არნოლდი, კონატე, ვან დაიკი, რობერტსონი; მაკალისტერი, ენდო, სობოსლაი; სალაჰი, ნუნიესი, დიასი.
კრისტალ პალასი (3-4-2-1) - ჰენდერსნი; უორდი, ანდერსენი, ლერმა; მუნიოსი, უორტონი, ჰიუზი, მიჩელი; ეზე, ოლისე; მატეტა.
მატჩს კრის კავანა განსჯის, რომელიც პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 16 შეხვედრის მთავარი არბიტრი იყო და მოთამაშეებს ჯამში 68 ყვითელი, 1 მეორე ყვითელი და 1 წითელი ბარათი უჩვენა, სულ კი 7 პენალტი დანიშნა.
სატურნირო ცხრილში ლივერპული 71 ქულით მესამეა და სიტის 2 ქულით ჩამორჩება, რომელმაც ამ ტურში ლუტონი დაამარცხა. კრისტალ პალასი კი 30 ქულით მე-15 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 5 ქულით უსწრებს.
კომენტარები
2 დღის წინ
4 დღის წინ
9 დღის წინ