Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
4 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონას ხელმძღვანელობამ ჩავისთვის მიცემული სატრანსფერო დაპირებების შესრულება ვერ მოახერხა.
Cadena SER-ის ინფორმაციით, კლუბი ჩავის თხოვნით იოზუა კიმიხის, ბერნარდუ სილვას და მარტინ სუბიმენდის შეძენას დათანხმდა. თუმცა დეკუმ, რომელმაც ბარსას სპორტული დირექტორის თანამდებობა გასულ ზაფხულს დაიკავა, მწვრთნელს მალევე აუხსნა, რომ ამჟამინდელ სიტუაციაში, კლუბი ბაზარზე ვარსკვლავებისთვის ბრძოლას ვერ მოიგებს.
თავის მხრივ, კლუბში მიიჩნევენ, რომ ჩავის მისცეს ყველაფერი, რის მიცემაც ასეთ პირობებში შესაძლებელი იყო. კერძოდ, სწორედ მწვრთნელის დაჟინებული თხოვნით მოიყვანეს გასულ ზაფხულს ორიოლ რომეუ, რომელმაც გუნდის სასტარტოში ადგილი ვერ დაიმკვიდრა. გარდა ამისა, ჩავი დეკუს ხშირად ელაპარაკებოდა და სავარჯიშო პროცესის გარკვეულ ასპექტებსაც უზიარებდა.
იწერება, რომ ჩავის წასვლის გამოცხადებამდე რამდენიმე კვირით ადრე, კლუბის თანამშრომლებს მწვრთნელის გარშემო გაერთიანების მცდელობა ჰქონდათ, თუმცა გარკვეული პირები ერნანდესის კრიტიკას აგრძელებდნენ. გადამწყვეტი ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ტურში, ანტვერპენთან მარცხი (2:3) გახდა.
კომენტარები
19 საათის წინ
9 საათის წინ
14 საათის წინ
10 საათის წინ