Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
4 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კატალონიაში სტადიონ მონტჟუიკზე ბარსელონა - ვილიარეალის საოცარი მატჩი გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით, 5:3 დასრულდა.
პირველი ტაიმი გაცილებით მშვიდი გამოვიდა, ჟერარ მორენოს 22-ე წუთზე გოლი გაუუქმეს, თუმცა მან 41-ზე მაინც მოახერხა გატანა და თავისი გუნდი დააწინაურა.
54-ზე ახომაჩმა კანსელოს შეცდომით ისარგებლა და მეორე გოლი გაიტანა. ამ გოლის შემდეგ ჩავის გუნდმა გაიღვიძა და სულ რაღაც 12 წუთში უკვე 3:2-ს იგებდა. მე-60 წუთზე გიუნდოგანმა გაქვითა ერთი ბურთი, 68-ზე პედრიმ გაათანაბრა, 71-ზე კი ერიკ ბაის ავტოგოლმა ბარსა დააწინაურა.
84-ე წუთზე გონსალო გედეშმა ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა. აქედან სულ რამდენიმე წუთში ბარსას სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა, რადგან ვილიარეალის მცველს საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა. თუმცა, მსაჯმა ვიდეორეფერით გადამოწმების შემდეგ თერთმეტმეტრიანი გააუქმა.
დარჩენილი დრო გუნდებმა ორმხრივ შეტევებში გაატარეს და გამარჯვებული ვილიარეალი გამოვიდა - 90+9 წუთზე სორლოტმა ბარსელონას საჯარიმოში სრული არეულობით ისარგებლა და გამარჯვების გოლი გაიტანა, 90+11-ზე კი ხოსე ლუის მორალესმა საბოლოო წერტილი დასვა და ბარსას მარცხი ოფიციალურად გააფორმა.
ბარსელონას ანგარიშზე 44 ქულა დარჩა და გუნდი ლიდერ მადრიდის რეალს უკვე 10 ქულით ჩამორჩება, მეორეადგილოსან ჟირონას კი - 8.
კომენტარები
9 საათის წინ
1 დღის წინ
10 საათის წინ