3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ოქროს ბურთის მოქმედმა გამარჯვებულმა, ლეო მესიმ, წლევანდელ ჯილდოზე თავისი ფავორიტი დაასახელა.
ფრანგული გამოცემა France Football 2023 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულს 28 ოქტომბერს გამოაცხადებს.
„ლაუტარო მარტინესს საოცარი წელი ჰქონდა, ის კოპა ამერიკას საუკეთესო ბომბარდირი იყო, ფინალშიც გოლი გამარჯვების გოლი გაიტანა.
ვფიქრობ, ოქროს ბურთს სხვა ყველაზე მეტად სწორედ ლაუტარო იმსახურებს." - აღნიშნა მესიმ.
ბუკმეიკერების აზრით, ჯილდოს მოგების მთავარი ფავორიტი ვინისიუს ჯუნიორია, რომელმაც გასულ სეზონში რეალთან ერთად ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ამ უკანასკნელის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები