მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
დიდი დავა არ სჭირდება იმას, რომ კილიან მბაპე საფრანგეთის ნაკრების ლიდერია და მისი არყოფნით გუნდს მნიშვნელოვანი ძალა აკლდება. ამ ყველაფერს სტატისტიკაც ამყარებს.
გუშინ ნიდერლანდებთან მატჩში მბაპეს მონაწილეობა არ მიუღია, შეხვედრა კი უგოლოდ დასრულდა და დეშამის გუნდმა გამარჯვება ვერ მოიპოვა.
საინტერესოა, რომ კილიანის გარეშე ფრანგებმა უკვე ბოლო 6 შეხვედრა ვერ მოიგეს - 4 ფრე და 2 წაგება.
ასე რომ ფრანგებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მბაპეს მოედანზე დროულად დაბრუნება, განსაკუთრებით აუცილებელია მისი თამაში პლეიოფის სტადიაზე, სადაც თითოეული დეტალი გადამწყვეტია.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
8 საათის წინ
10 საათის წინ
6 საათის წინ
7 საათის წინ