მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, იულიან ნაგელსმანს არ მიაჩნია, რომ უეფამ 16-გუნდიანი ევროპის ჩემპიონატი უნდა დააბრუნოს.
24-გუნდიანი ფორმატით ევროპის ჩემპიონატი 2016 წლიდან ტარდება, ამან გუნდებს საშუალება მისცა, რომ ჯგუფიდან გასვლის შანსი მესამეადგილოსნებსაც ჰქონოდათ, 16-გუნდიან ფორმატში კი პირდაპირ 8 გუნდი გადიოდა მერვედფინალში, თითო ჯგუფიდან 2-2.
„მე ასე არ ვფიქრობ. პატარა ქვეყნებს ასეთ დიდ ტურნირზე სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს. ეს ყოველთვის საინტერესოა.
ერთ-ერთი მაგალითი საქართველოა, რომელიც ყოველი მატჩით უკეთესი ხდება და ეს შესანიშნავია. ეს ტურნირი განსაკუთრებული და ძალიან კარგია." - აღნიშნა ნაგელსმანმა.
შეგახსენებთ, რომ ისტორიაში პირველ მერვედფინალს საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის წინააღმდეგ 30 ივნისს, 23:00 საათზე გამართავს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
43 წუთის წინ
34 წუთის წინ
3 საათის წინ
5 საათის წინ