Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონას გასახადების გადახდა დააკისრეს 23 მილიონი ევროს ოდენობით.
საუბარია გადახდებზე, რომელიც კლუბს 2012-2015 წლებში ფეხბურთელების აგენტებისთვის უნდა გადაეხადა.
კატალონიელებმა ცენტრალური ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილება ეროვნულში გაასაჩივრეს, თუმცა აპელაციაზე უარი მიიღეს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ გადასახდების თავიდან არიდების მიზნით, ბარსელონა აგენტებს საკომისიოს არა პირდაპირ მათ ანგარიშზე, არამედ მათ ფეხბურთელებს ურიცხავდა, რომლებიც შემდეგ საკუთარ წარმომადგენლებს თანხას ხელფასიდან აძლევდნენ.
მიუხედავად ორი ინსტანციის გადაწყვეტილებისა, ბარსელონა განაჩენს არ ეგუება და აპელაციის შეტანას უმაღლეს სასამართლოში აპირებს.
კომენტარები
2 დღის წინ
13 საათის წინ
8 წუთის წინ