Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
კალიარისთან მოგებული მატჩის შემდეგ საბა საზონოვმა კომენტარი გააკეთა.
12 წუთი მატჩის ერთ-ერთი პროტაგონისტობისთვის.
"ყველაფერმა კარგად ჩაიარა, რადგან მოვიგეთ. რთული მატჩი იყო, განსაკუთრებით ბოლო 12 წუთი, შეიძლება პასი არ გამიკეთებია, მაგრამ გამარჯვება მნიშვნელოვანია."
გუნდს დაცვის ლიდერი ბონჯორნო გამოაკლდა.
"ეს ჩემი შანსია. ჩემი აზრით, ყველაფერი კარგად მიდის. სალერნიტანასთან მატჩისთვის მოვემზადებით. შეიძლება სასტარტო შემადგენლობაში ვიყო, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია.
ტორინოს დაცვა
"გუნდში ყველაფერი კარგადაა, ჩვენ ძალიან ძლიერი მცველები გვყავს. ვფიქრობ, ეს კონკურენცია ჩემთვის ძალიან კარგია, რადგან ახალგაზრდა ვარ, ახლა კი ჩემი შანსი უნდა გამოვიყენო."
საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი
"ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი სეზონი მქონდა და საქართველოსაც კარგი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გამოუვიდა. მე და კვარა სერია ა-ში ვთამაშობთ, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია."
კალიარი-ტორინოს შეხვედრაში საბა საზონოვი მოედანზე 78-ე წუთზე ანტონიო სანაბრიას ნაცვლად შევიდა, როცა ანგარიში უკვე 1-2 იყო. მატჩის ბოლო წუთებში კი ქართველმა მცველმა საკუთარ კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი განმუხტა და ტურინელებს გამარჯვებაში დაეხმარა.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ