Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნაპოლიმ 26 წლის შემდეგ პირველად ერთ სეზონში ორი მწვრთნელი შეიცვალა.
გუშინ კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვალტერ მაძარი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულია, მის ნაცვლად კი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ფრანჩესკო კალცონა დაინიშნა.
ნეაპოლიტურ გუნდში ეს ამ სეზონში მწვრთნელის უკვე მეორე ცვლილებაა - ნოემბერში თანამდებობიდან რუდი გარსია გაათავისუფლეს, რომლისთვისაც ეს ასევე პირველი წელი იყო ნაპოლიში.
უკანასკნელად, ასე ხშირად მწვრთნელებს ნაპოლი 1997/98-წლებში იცვლიდა. მაშინ გუნდს ერთ სეზონში ოთხმა მწვრთნელმა უხელმძღვანელა: ბორტოლო მუტიმ, კარლო მაცონემ, ჯოვანი გალეონემ და ვინჩენცო მონტეფუსკომ.
იმ სეზონში, ნაპოლი 34 მატჩში 14 ქულა დააგროვა, მხოლოდ ორი მატჩი მოიგო, რის შედეგადაც სერია ა-ში ბოლო ადგილი დაიკავა და სერია ბ-ში გავარდა.
ამ მომენტისთვის ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი სერია ა-ში 24 მატჩის შემდეგ 36 ქულით მე-9 პოზიციაზეა.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ