Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფეხბურთო მოედანზე სერხიო რამოსი რეალს კარიერაში მეოთხედ დაუპირისპირდა.
ესპანელი, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები სწორედ მადრიდში გაატარა, სანტიაგო ბერნაბეუზე დღეს მეტოქის როლში იყო - მისი სევილია რეალთან მინიმალურად, 0:1 დამარცხდა.
რამოსმა რეალის წინააღმდეგ კარიერაში მეოთხე თამაში ჩაატარა და პირველად დამარცხდა - წინა სამ შემთხვევაში ესპანელმა ერთი გამარჯვება მოიპოვა, ორჯერ კი ფრე ითამაშა.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ რამოსი რეალის მეტოქე გუნდის რიგებში 2022-შიც ირიცხებოდა, როცა პსჟ-ში თამაშობდა და ეს ორი გუნდი ერთმანეთს ლიგის მერვედფინალში შეხვდა.
თუმცა, მაშინ რამოსმა ტრავმის გამო ორივე შეხვედრა გამოტოვა.
კომენტარები
20 საათის წინ
11 საათის წინ
1 დღის წინ
11 საათის წინ