სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
19 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვოიცეხ შესნიმ ბარსელონაში თავის ჯერ არ შემდგარ დებიუტზე ისაუბრა.
პოლონელმა მეკარემ ბარსას შემოთავაზების გამო სექტემბერში თვენახევრის დასრულებული კარიერა აღადგინა, თუმცა ჯერჯერობით ბარსელონაში მთელი ეს პერიოდი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
„როდის მექნება დებიუტი ბარსაში? იცით რა, არ ვიცი. თავიდანვე გითხარით, რომ ჩემი მთავარი მიზანი იყო სრულად ფორმაში მოსვლა. ახლა ფიზიკურადაც და მორალურადაც ასი პროცენტით მზად ვარ.
თუმცა, ასევე არ ვმალავ იმ ფაქტსაც, რომ მე რომ ვიყო ამ გუნდის მწვრთნელი, ახლა ზუსტად იმდენივე დრო მექნებოდა ნათამაშები, რამდენიც მაქვს.
შესაბამისად, ამ სიტუაციით გაბრაზებული ვერ ვიქნები, რადგან მას 100%-ით ვეთანხმები." - აღნიშნა შესნიმ.
მარკ ანდრე ტერ შტეგენის ტრავმის შემდეგ, ბარსას ძირითადი გოლკიპერის როლი ინაკი პენიამ დაიკავა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები